Archive

Posts Tagged ‘ევა ბოლქვაძე’

ინტერვიუ სკოლის მოსწავლესთან

სექტემბერი 15, 2009 3 comments

დღეს ჩემთან სტუმრად იყო 15 წლის ევა ბოლქვაძე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და ორივენი კმაყოფილები დავრჩით. ევა კარგად იყო მომზადებული, ჩემი ძველი ნაშრომები წაეკითხა და კარგად იცნობდა ჩემს ხასიათს.

მისი შეკითხვებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს შეკითხვა: რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? მე მაშინვე ირაკლი ოქრუაშვილი გამახსენდა და ძალიან დავმწუხრდი, თუმცა ევას ხალსმა გამოხედვამ გამომაფხიზლა და გოგონას ანაზდად მიგუვე: ღალატს!

ერთი შეხედვით შაბლონურ სიტყვა-პასუხში დიდი სიღრმეები და გულის ტკივილი იმალება. მე ხომ ასე დამამწუხრეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც თითქოს გვერდით მედგნენ ქვეყნის მშენებლობაში და ამ დროს საპირისპიროს აკეთებდნენ. იპარავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ და ა.შ. რომელი ერთი დავასახელო? ირაკლი, ნინო, ზურა, პეტრე, ირაკლი (ალასანია), გუბაზი, კოკა, კახა და კობა!

ამ სევდიან მოგონებებს ჩემი ბავშვობის ნაშრომი მოვაყოლე და ევას ჩემი ანალიტიკური ნიჭის დამადასტურებელი ნაშრომი ვაჩვენე. მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე, რომ საბჭოეთი ავღანეთს წააგებდა და ეს ასეც მოხდა. ასევე წააგებენ ისინი სხვა ბრძოლებსაც და საერთოდ დაქუცმაცდებიან.

ინტერვიუს მერე შევიხედე ფორუმებზე და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და იქ ვნახე, რომ ”მეკაიფებიან.” ჰო! აი ასეთ კაიფ-კაიფში რომაა მთელი ოპოზიცია, იმიტომაც აკეთებენ საქმეს!

როდის უნდა გადაეჩვიოს ეს ხალხი უაზრო ლაპარაკს…

არ ვიცი… არ ვიცი…

Advertisements