საქართველო – იტალია

მალე იქნება ეს თამაში. ჩვენი ნაკრების იმედი არ მაქვს… ვფიქრობ ახლა, წავიდე თამაშზე თუ არა… თითქოს მხარი კი უნდა დავუჭირო ბიჭებს, მაგრამ არიან კი ღირსები? ეს ახალკაცი კიდე აღარ გადადგა რა! უნამუსო ადამიანია.

ე.ი. ეს მსოფლიო დონის მწვრთნელები გაუშვა, ერთმანეთზე უკეთესები მოჰყავს და მაინც არაფერი შველის ამ ფეხბურთს და ნაკრებს, როცა ასეა საქმე ხო უნდა მიხვდე რომ შენშია პრობლემა? გავგიჟდი…

ეჰ! არ უნდა ჩავრეულიყავით მაშინ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე! გაიმარჯვა კაცმა პატიოსნად (ნემსაძეს ვგულისხმობ), ხო მეუბნებოდნენ დაანებე თავიო, ნუ ერევიო, არ ვარგა ეს ახალკაციო, არ დავუჯერე.

ახლა კიდე გვიანია, მაშინდელივით ვერ ჩავერევი, დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის გზას ვადგავართ და არ შეიძლება ამ პრობლემის ასე მოგვარება. თვითონ უნდა წავიდეს.

მარაააა, მაგას რომ ვუყურებ ნამუსი არ აქვს.

Advertisements

ჩემი ლიბერალური მიდგომები: ერთი გეი მინისტრი ხომ არ დაგვენიშნა?

სექტემბერი 1, 2009 5 comments

ყველას მოგეხსენებათ, რომ მე ძალიან ლიბერალი ადამიანი ვარ. მივიწევ ევროპული ოჯახისკენ და მოკლედ ჭკუაზე არ ვარ. ჰოდა ამ რამდენიმე ხნის წინ დამებადა ასეთი იდეა – ხომ არ დაგვენიშნა რომელიმე მინისტრად გეი.

ეს მეტად წინ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა და ევროპასაც დავანახებდით ჩვენი საზოგადოების წინსვლას და ტოლერანტობის ნამდვილ რაობას. ერთით ნაკლები მიზეზი ექნებათ ნატოში შესვლაზე უარის თქმისას. იმ დანარჩენებს მერე ამოვწურავ.

ჰო, ნუ რადგან ნატოზე მივიდა ლაპარაკი, ვფიქრობ თავდაცვის მინისტრად ხომ არ დაგვენიშნა გეი. ეს ორმაგად გააკვირვებდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საერთოდ ყველა კარს გაგვიხსნიდა ევროპაში.

თანაც წარმოიდგინეთ, ნატოს სამიტის წინ, ჩვენი მინისტრი რომ ჩვენს მოწინააღმდეგე მინისტრს გაიყვანს გვერდით და ერთ ჯიგრულ მინეტს გაუკეთებს, მემგონი ეგრევე მოგვარდება პრობლემა.  რა ვიცი, მოკლედ სტრატეგიულად და ტაქტიკურად მშვენიერი სვლა იქნებოდა.

თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ გამოსული ( ქამინგ აუთი) გეები ძალიან ცოტანი არიან. ის კი არა, ვისაც ეგრევე ეტყობა გეობა ისინიც კი თაკილობენ ამის აღიარებას! რა უბედურებაა ესა? არ ვიცი როგორ იქნება ეს ამბავი! საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო!

ეჰ! აი გაზაფხულზე თბილისის მერის არჩევნები რომაა, იქნება იქ მაინც გავიდეს ვინმე ჰომოსექსუალი? რა ფანტასტიური იქნება!

ახლა ვფიქრობ, ვინმე ჩემ თანაპარტიელს ხომ არ ვაიძულო ქამინგაუთი და გავუშვა მერე არჩევნებზე… მაგრამ ეს იძულების პოლიტიკაც მოსაბეზრებელია უკვე რა!

ჩემი პირველი პოსტი და მფრინავი ფეხსაცმელი განმუხურში

ჩემო საყვარელო თანამემამულენო!

მოგესალმებით და მინდა გისურვოთ ყველივე სასიამოვნო და საუკეთესო!

ეს იქნება ჩემი ბლოგი და აქ დავწერ ხოლმე რაღაცეებს! ვერ შეგპირდებით, რომ ეს მოხდება ხშირად ხოლმე, რადგან როგორც იცით, მე ძალიან დაკავებული ვარ და ქვეყნაზე ზრუნვის მეტს არაფერს ვაკეთებ.

დღეს გახლდით განმუხურში, სადაც გავხსენი ძალიან მაგარი საკურორტო ზონა. ეს ზონა მალე გადაიქცევა იმისთანა ადგილად, რომ იბიცა და მონაკო მიმიქარავს! დიაღ! მეგობრებო ეს იქნება საუკეთესო ადგილი მთელს ევროპაში.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მე იქ მესროლეს ფეხსაცმელი. … ვადასტურებ, ნამდვილად მესროლეს და შიგ შუბლში გამარტყა იმ მამაძაღლმა, მერე ჩემმა ბიჭებმა ცემეს, მაგრამ მე გავაშვებინე კაცო! ბოლოს და ბოლოს ბუშს ესროლეს ფეხაცმელი, ეგეც რაღაცნაირი ბრენდია და როგორც იტყვიან ”პონტი.”

მე ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ ბიჭებმა ნერვები ვერ შეიკავეს და ის ნასვამი ადამიანი ფაქტიურად გაიგდეს. ორი მათგანი მე სამაგალითოდ დავსაჯე. ახლა ისინი დგანან და აგერ ჩემს რეზიდენციასთან გაზონს რწყავენ.

ვანო გაბრაზდა ძალიან, ვუყვარვარ მაგ უპატრონოს და რა ქნას, მაგრამ მოვათოკინე და მოვუწოდე დაეცვა დემოკრატიის და გამოხატვის უფლების პრინციპი.

ასე რომ, შემდეგში თავისუფლად და უშიშრად შეგიძლიათ მესროლოთ ფეხსაცმელები. ოღონდ ვარდანაშვილის არ გინდათ, მაგას უმეტესობა მძიმე აქვს… ისე მთლად ფეხსაცმელიც ნუ იქნება კაცო, მეც მტკივა ვა! ჩუსტი ან ფლოსტი ”მოსულა.”

აი ეს იყო ჩემი პირველი პოსტი! გთხოვთ წაიკითხოთ და რაც მთავარია კომენტარი დამიტოვეთ, ოღონდ არ მაგინოთ, არ გამდის!!!!!!!!!!!!

კატეგორიები:ავან-ჩავანი