არქივი

Archive for the ‘იდეები’ Category

ჩემი ლიბერალური მიდგომები: ერთი გეი მინისტრი ხომ არ დაგვენიშნა?

სექტემბერი 1, 2009 5 comments

ყველას მოგეხსენებათ, რომ მე ძალიან ლიბერალი ადამიანი ვარ. მივიწევ ევროპული ოჯახისკენ და მოკლედ ჭკუაზე არ ვარ. ჰოდა ამ რამდენიმე ხნის წინ დამებადა ასეთი იდეა – ხომ არ დაგვენიშნა რომელიმე მინისტრად გეი.

ეს მეტად წინ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა და ევროპასაც დავანახებდით ჩვენი საზოგადოების წინსვლას და ტოლერანტობის ნამდვილ რაობას. ერთით ნაკლები მიზეზი ექნებათ ნატოში შესვლაზე უარის თქმისას. იმ დანარჩენებს მერე ამოვწურავ.

ჰო, ნუ რადგან ნატოზე მივიდა ლაპარაკი, ვფიქრობ თავდაცვის მინისტრად ხომ არ დაგვენიშნა გეი. ეს ორმაგად გააკვირვებდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საერთოდ ყველა კარს გაგვიხსნიდა ევროპაში.

თანაც წარმოიდგინეთ, ნატოს სამიტის წინ, ჩვენი მინისტრი რომ ჩვენს მოწინააღმდეგე მინისტრს გაიყვანს გვერდით და ერთ ჯიგრულ მინეტს გაუკეთებს, მემგონი ეგრევე მოგვარდება პრობლემა.  რა ვიცი, მოკლედ სტრატეგიულად და ტაქტიკურად მშვენიერი სვლა იქნებოდა.

თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ გამოსული ( ქამინგ აუთი) გეები ძალიან ცოტანი არიან. ის კი არა, ვისაც ეგრევე ეტყობა გეობა ისინიც კი თაკილობენ ამის აღიარებას! რა უბედურებაა ესა? არ ვიცი როგორ იქნება ეს ამბავი! საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო!

ეჰ! აი გაზაფხულზე თბილისის მერის არჩევნები რომაა, იქნება იქ მაინც გავიდეს ვინმე ჰომოსექსუალი? რა ფანტასტიური იქნება!

ახლა ვფიქრობ, ვინმე ჩემ თანაპარტიელს ხომ არ ვაიძულო ქამინგაუთი და გავუშვა მერე არჩევნებზე… მაგრამ ეს იძულების პოლიტიკაც მოსაბეზრებელია უკვე რა!