Archive

Archive for the ‘ავან-ჩავანი’ Category

მე დავბრუნდი!

ჩემი საყვარელო ადამიანებო, მე დავბრუნდი.

მართალია საქართველოში არ დავბრუნებულვარ, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ბლოგის წერას ვაგრძელებ. ახლა მეტი დრო მაქვს და უფრო მეტი სათქმელი.

გული მიკვდება, როცა ვუყურებ როგორ ექცევიან ჩვენს სამშობლოს ეს პროვინციელი ადამიანები, რომლებმაც გააპარტახეს ყველაფერი რაც შევქმენით.

მე ახლა ამერიკაში ვარ! თავისუფლებისა და სიმამაცის ქვეყანაში – Land of the free and home of the brave. ვეცდები ხშირად დავწერო ბლოგზე და მოგახსენოთ ჩემი აზრები.

მანამდე კი დააფალოუეთ ჩემი ბლოგი, ჩაიბუქმარქეთ და გადააშეარეთ ხოლმე, რომ ყველამ გაიგოს! მიშა ცოცხალია და მიშა არ დანებდება!

ინტერვიუ სკოლის მოსწავლესთან

სექტემბერი 15, 2009 3 comments

დღეს ჩემთან სტუმრად იყო 15 წლის ევა ბოლქვაძე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და ორივენი კმაყოფილები დავრჩით. ევა კარგად იყო მომზადებული, ჩემი ძველი ნაშრომები წაეკითხა და კარგად იცნობდა ჩემს ხასიათს.

მისი შეკითხვებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს შეკითხვა: რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? მე მაშინვე ირაკლი ოქრუაშვილი გამახსენდა და ძალიან დავმწუხრდი, თუმცა ევას ხალსმა გამოხედვამ გამომაფხიზლა და გოგონას ანაზდად მიგუვე: ღალატს!

ერთი შეხედვით შაბლონურ სიტყვა-პასუხში დიდი სიღრმეები და გულის ტკივილი იმალება. მე ხომ ასე დამამწუხრეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც თითქოს გვერდით მედგნენ ქვეყნის მშენებლობაში და ამ დროს საპირისპიროს აკეთებდნენ. იპარავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ და ა.შ. რომელი ერთი დავასახელო? ირაკლი, ნინო, ზურა, პეტრე, ირაკლი (ალასანია), გუბაზი, კოკა, კახა და კობა!

ამ სევდიან მოგონებებს ჩემი ბავშვობის ნაშრომი მოვაყოლე და ევას ჩემი ანალიტიკური ნიჭის დამადასტურებელი ნაშრომი ვაჩვენე. მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე, რომ საბჭოეთი ავღანეთს წააგებდა და ეს ასეც მოხდა. ასევე წააგებენ ისინი სხვა ბრძოლებსაც და საერთოდ დაქუცმაცდებიან.

ინტერვიუს მერე შევიხედე ფორუმებზე და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და იქ ვნახე, რომ ”მეკაიფებიან.” ჰო! აი ასეთ კაიფ-კაიფში რომაა მთელი ოპოზიცია, იმიტომაც აკეთებენ საქმეს!

როდის უნდა გადაეჩვიოს ეს ხალხი უაზრო ლაპარაკს…

არ ვიცი… არ ვიცი…

ჩემი პირველი პოსტი და მფრინავი ფეხსაცმელი განმუხურში

ჩემო საყვარელო თანამემამულენო!

მოგესალმებით და მინდა გისურვოთ ყველივე სასიამოვნო და საუკეთესო!

ეს იქნება ჩემი ბლოგი და აქ დავწერ ხოლმე რაღაცეებს! ვერ შეგპირდებით, რომ ეს მოხდება ხშირად ხოლმე, რადგან როგორც იცით, მე ძალიან დაკავებული ვარ და ქვეყნაზე ზრუნვის მეტს არაფერს ვაკეთებ.

დღეს გახლდით განმუხურში, სადაც გავხსენი ძალიან მაგარი საკურორტო ზონა. ეს ზონა მალე გადაიქცევა იმისთანა ადგილად, რომ იბიცა და მონაკო მიმიქარავს! დიაღ! მეგობრებო ეს იქნება საუკეთესო ადგილი მთელს ევროპაში.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მე იქ მესროლეს ფეხსაცმელი. … ვადასტურებ, ნამდვილად მესროლეს და შიგ შუბლში გამარტყა იმ მამაძაღლმა, მერე ჩემმა ბიჭებმა ცემეს, მაგრამ მე გავაშვებინე კაცო! ბოლოს და ბოლოს ბუშს ესროლეს ფეხაცმელი, ეგეც რაღაცნაირი ბრენდია და როგორც იტყვიან ”პონტი.”

მე ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ ბიჭებმა ნერვები ვერ შეიკავეს და ის ნასვამი ადამიანი ფაქტიურად გაიგდეს. ორი მათგანი მე სამაგალითოდ დავსაჯე. ახლა ისინი დგანან და აგერ ჩემს რეზიდენციასთან გაზონს რწყავენ.

ვანო გაბრაზდა ძალიან, ვუყვარვარ მაგ უპატრონოს და რა ქნას, მაგრამ მოვათოკინე და მოვუწოდე დაეცვა დემოკრატიის და გამოხატვის უფლების პრინციპი.

ასე რომ, შემდეგში თავისუფლად და უშიშრად შეგიძლიათ მესროლოთ ფეხსაცმელები. ოღონდ ვარდანაშვილის არ გინდათ, მაგას უმეტესობა მძიმე აქვს… ისე მთლად ფეხსაცმელიც ნუ იქნება კაცო, მეც მტკივა ვა! ჩუსტი ან ფლოსტი ”მოსულა.”

აი ეს იყო ჩემი პირველი პოსტი! გთხოვთ წაიკითხოთ და რაც მთავარია კომენტარი დამიტოვეთ, ოღონდ არ მაგინოთ, არ გამდის!!!!!!!!!!!!

კატეგორიები:ავან-ჩავანი