მთავარი > ავან-ჩავანი > ინტერვიუ სკოლის მოსწავლესთან

ინტერვიუ სკოლის მოსწავლესთან

დღეს ჩემთან სტუმრად იყო 15 წლის ევა ბოლქვაძე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და ორივენი კმაყოფილები დავრჩით. ევა კარგად იყო მომზადებული, ჩემი ძველი ნაშრომები წაეკითხა და კარგად იცნობდა ჩემს ხასიათს.

მისი შეკითხვებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს შეკითხვა: რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? მე მაშინვე ირაკლი ოქრუაშვილი გამახსენდა და ძალიან დავმწუხრდი, თუმცა ევას ხალსმა გამოხედვამ გამომაფხიზლა და გოგონას ანაზდად მიგუვე: ღალატს!

ერთი შეხედვით შაბლონურ სიტყვა-პასუხში დიდი სიღრმეები და გულის ტკივილი იმალება. მე ხომ ასე დამამწუხრეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც თითქოს გვერდით მედგნენ ქვეყნის მშენებლობაში და ამ დროს საპირისპიროს აკეთებდნენ. იპარავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ და ა.შ. რომელი ერთი დავასახელო? ირაკლი, ნინო, ზურა, პეტრე, ირაკლი (ალასანია), გუბაზი, კოკა, კახა და კობა!

ამ სევდიან მოგონებებს ჩემი ბავშვობის ნაშრომი მოვაყოლე და ევას ჩემი ანალიტიკური ნიჭის დამადასტურებელი ნაშრომი ვაჩვენე. მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე, რომ საბჭოეთი ავღანეთს წააგებდა და ეს ასეც მოხდა. ასევე წააგებენ ისინი სხვა ბრძოლებსაც და საერთოდ დაქუცმაცდებიან.

ინტერვიუს მერე შევიხედე ფორუმებზე და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და იქ ვნახე, რომ ”მეკაიფებიან.” ჰო! აი ასეთ კაიფ-კაიფში რომაა მთელი ოპოზიცია, იმიტომაც აკეთებენ საქმეს!

როდის უნდა გადაეჩვიოს ეს ხალხი უაზრო ლაპარაკს…

არ ვიცი… არ ვიცი…

Advertisements
  1. სექტემბერი 15, 2009, 10:59 PM

    tqventan kaifs vin gabedavs, shurs xalxs da magitom saubrobs mase :D

  2. სექტემბერი 16, 2009, 9:34 AM

    სად შეიძლება თქვენი ”ანალიტიკური ნიჭის დამადასტურებელი ნაშრომის” ნახვა? ისე სახლში რომ მქონდეს მინდა,როგორც რელიქვია, იქნებ რომელიმე გამომცემლობამ გამოსცეს?!

  3. simon
    ნოემბერი 8, 2010, 7:36 PM

    მსგავსი დებილობა ჩემს სიცოცხლეში არ წამიკითხია

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: