მთავარი > ქიცი და ქიცმაცური > შალვა რამიშვილი საკანში

შალვა რამიშვილი საკანში

ახლა დავასრულე ყურება.

შთამბეჭდავი იყო. მეც მევასები შალვა!

რა მინდა ვთქვა, დიალოგს ითხოვს ბატონი რამიშვილი, ნუ გასაგებია ახლა, მართლა საჭიროა დიალოგი და შეიძლება შევხვდე კიდეც, მაგრამ ჯერ ადრეა.

პირისპირ შეხვედრა ჯერ ადრეა!

აგერ არის ბატონო ბლოგინგი, საუკეთესო საშუალებაა, ფეისბუქი თუნდაც, მეც ვარ იქ და დამიმატე და ვისაუბროთ ასე ვირტუალურ რეჟიმში. ოღონდ ზედმეტების გარეშე, იქ შენ ფეთ სოსათიში ჩემს კატას (ჯიგარო ქვია იმასაც) შეხვიდე და სცემო, არ მოსულა. (არც ფეხსაცმელი ესროლო).

სად მცალია მე გენაცვალე ახლა ამისთვის, რომ მოვიცლი მერე კი! ასე 2013-14 წლებში.

დარდუბლის გაკეთების იდეა მომეწონა, იმ 30%-ზე ნუ იდარდებთ, მე მივუჭოჭებ ჭანტურიას და ხმას არ ამოიღებს. მაინც ვერაფერს მომიძებნით საღადაოს, თქვენი ამბავი რომ ვიცი ფეხსაცმელს და დოქტორ დოტს ვერ გასცდებით. (გაგდებთ ახლა ნამუსზე, რომ უფრო მაგრები გააკეთოთ :DDDDDD (ასე გაცინება გივიმ მასწავლა, სკაიპში სულ ასე მწერს ხოლმე).

ჰო აი სკაიპიც კარგი საშუალებაა, დამიმატეთ თუ გინდათ (Only_Hope_of_Georgia_till2013_mere_ra_gveshveleba_ar_vici_tu_manamde_2012shi_

apokalipsi_ar_moxda) ჰოდა ვისაუბროთ ბატონო, ჯერ ჩეთით, მერე ვოის ქოლიც შეიძლება, ბოლოს ვიდეოც – კონფერენს ქოლებიც გავაკეთოთ და ასე.

ან თუ გინდა ფორუმ.გე-ზე შევიდეთ, ან თინ.ჯი-ზე და მოვახერხოთ რამე.

რაც შეეხება ზოგადად გადაცემას და შალვას აზროვნებას ძალიან მომეწონა. ბევრი რამ თქვა რასაც ვეთანხმები, ბევრიც კიდე საშინელება იყო.

ჰო, კიდე ისა, ჯო დასენზე რომ დამცინეთ, რა არის ამაში ცუდი? მეც მევასებოდა სტივი ვანდერი და საერთოდ ზეპელინების ფანი ვიყავი. დაანებეთ ამ უაზრო დემაგოგიას თავი, თითქოს მე თბილისურ დვიჟენიებში არ ვიყავი. როცა საჭირო იყო ვიყავი, მაგრამ მთელი ბავშვობა სწავლას შევალიე – ჰოდა მაგიტომაც ვარ მე პრეზიდენტი და თქვენ კიდე ბლუყუნებთ მარტო; აბა მე ვიყო თქვენს ადგილას, სამი თვე რად მინდა ერთ კვირაში ჩამოვაგდებდი ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი და დიდი შეცდომები გვაქვს, მაგრამ თქვენ ფოკუსირება არ გინდათ გენაცვალე!

მოდი რა მოითხოვე კონკრეტული ძმაო! კონკრეტულს ხო ვიძლევი რა, აუფ  რაღაც უაზრო პრინციპებზე დაყრდნობით უარი სთქვეს. რა ვუყო ახლა? ძალით შევტენო?

ხოდა მოდი ჯერ ჩამოყალიბდით და მერე ვიბაზროთ ბრატცი.

Advertisements
  1. Isev is
    სექტემბერი 5, 2009, 2:27 AM

    :D sul nu imarjveb! Damarckhdi zogjer.

    • სექტემბერი 5, 2009, 2:28 AM

      ძალით ხომ არ დავმარცხდები? დათვურ სამსახურს ვერ გავუწევ მე ამ ხალხს! ბრძოლა უნდა ისწავლონ!

  2. სექტემბერი 5, 2009, 2:29 AM

    მიშ ერთი იმ მასაჟისტკას ნომერი მითხარი რა , რაღაც კისერი გამიშეშდა

  3. anastasia
    სექტემბერი 5, 2009, 2:36 AM

    sikvaruli

  4. სექტემბერი 6, 2009, 3:12 AM

    ამ ბლოგს შალვა წერს მიშას სახელით.:))))
    100%-ით!:)))

  5. სექტემბერი 6, 2009, 3:20 AM

    ერთი კომედიანტი შალვა-ლეიბორისტი ცოდვა იყო,ახლა ისევ ორი შალვა-ტაკიმასხარა გვყავს.:)))
    რა ბედნიერებაა!

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: