მთავარი > ჩანახატები > მე, ლალი მოროშკინა და ქვეყნის გადარჩენის გზები

მე, ლალი მოროშკინა და ქვეყნის გადარჩენის გზები

ცივი იანვარი ჟოლობებზე შემომსხდარ ყინულის ლოლოებს წოვდა. მე კაბინეტში ვიჯექი და იმ დროზე ვფიქრობდი როცა პრეზიდენტობას მოვამთავრებდი და მერე სადმე წავიდოდი ლექციების წასაკითხად, ”მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადაა” – ვფიქრობდი მე და ამ დროს საამური წკრიალი გაისმა ჩემს მაყვლისფერ ნოკიაზე, მისმა იისფერმა ეკრანმა, თაფლისფერ თვალებში შემომანათა და ჩრდილოეთის ვარსკვლავივით ამიკიაფა. უძველესი ლათინური ასოებით, უძველესი რუსული სახელი და გვარი დაიწერა – ლალი მოროშკინა. ამის დანახვაზე დოსტოევსკი და მისი ”იდიოტი” გამახსენდა, ჩავფიქრდი და ფილოსოფიურ წიაღსვლებს გავყევი – ამ დროს კი ჩემი მაყვლისფერი ნოკიის, ქართული სიმღერასავით პოლიფონიურმა ზარმა გამომაფხიზლა, მეც ამოვიხვნეშე და გავიზმორე, როგორც თივისი ზვინზე ჩაძინებულმა აწ უკვე ყოფილმა ქალიშვილმა და ჩემი ტელეფონის ხავერდოვან, ზურმუხტისფერ ღილაკს ნაზად დავაჭირე.

ანაზდად ლალის ხმა ჩამესმა:

– მიშა გამარჯობა, ხომ ხარ სავანაში წამოწოლილი ზებრა ნაჭამი ლომივით, რომელსაც სექტემბრის სიო ნაზად ურხევს ფაფარს?

– კი ლალი! ნამდვილად მასე ვარ. – რუდუნებით ვუპასუხე მე და ჩემს, ჯეჯილის ყანასავით რბილ, სავარძელში ჩავეშვი.

– მიშა, მე შენი მეგობარი, ხომ გახსოვარ? როგორ დავდიოდით ერთად ვითარცა მრავალ ომ გამოვლილი მეგობრები და შტორმ გადარჩენილი გემები?

– როგორ არ მახსოვხარ ლალი – ევროკავშრივით შეშფოთებულმა ვუპასუხე და თან გულის სიღრმეში მწყინა; ლალის საყვედურნარევმა ტონმა ჩემი ჩვილი გული განგმირა, თუმცა არა სასიკვდილოდ.

– მაშინ რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან? როგორც გაზაფხული? რატომ აღარ გვაქვს ფილოსოფიური წიაღსვლების საღამოები, ისევე როგოც ტყიბულელ მეშახტეებს? ნუთუ ჩვენი გონებრივი და ინტელექტუალური საღამოებიც შეწყდება, ისევე როგორც აგვისტოს მოულოდნელი წვიმა კახეთში?

– ლალი! – ვუპასუხე მე, მეგობრულად, რბილად, თუმცა მაინც მკაცრად! – მე ახლა საქართველოს გადარჩენის გზებს ვაგებ! მე უკვე გადავთხარე 100 რეფორმა! როცა მოვიცლი კვლავაც მოვალ შენთან და კვლავაც ვისაუბროთ ჩვენს საყვარელ თემებზე, ჩემო ვახო ელერდაშვილვით ინტელექტუალო მეგობარო.

– მაშ კარგი! იყოს ასე – გული მოულბა  – როცა მოიცლი შემომიარე.

მე ფანჯარას გავხედე, ყინულის ლოლო ჩამოტეხილი იყო და მე მაშინ მივხვდი, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება.

Advertisements
  1. ჩათლახი
    სექტემბერი 4, 2009, 7:57 AM

    ჰაჰა, მაგარია !

  2. პაატა_შ
    სექტემბერი 4, 2009, 12:55 PM

    marTla magaria :)

  3. მიშისტი
    სექტემბერი 4, 2009, 1:21 PM

    კარგია :) გეებზე და ფეხბურთზე ცოტა გადაამლაშა ავტორმა, რამაც გააიაფა იუმორი. ეს კი მშვენიერი გამოვიდა.

  4. Isev is
    ოქტომბერი 2, 2009, 12:40 AM

    :D sasiamovnod ikitkheba.

  5. ნიორა
    იანვარი 29, 2010, 9:28 PM

    ლალი, ბოლო 2 ტელეგადაცემით დაამტკიცე, რომ შენც და შენი ძმაც ზნედაცემულები გაუზრდიხართ დედაშენს, რა გარყვნილების მორალს უკითხავ და ასწავლი შენს სტუდენტებს. ვაი სირცხვილო, რომ შენნაირები დაიარებიან საქართველოში. შენს წიგნებს კოცონზე სწვავენ.

  6. anuca
    მარტი 14, 2011, 5:23 PM

    lali chemi lektoria da znedacemuli is aris vinc lalishi mkerdis zomas xedavs da imas vera ras ebrzvis,ras icavs da ras aketebs lali sakartvelostvis da misi momavlistvis,me kalbatonma lalim shamayvara jurnalistika da amayi var rom rusi erovebis kals ase uyavrs sakartvelo,tkven bindi gakvt tvalebze aparebuli da ver xedavt vin vin aris :) oooih

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: