მე დავბრუნდი!

ჩემი საყვარელო ადამიანებო, მე დავბრუნდი.

მართალია საქართველოში არ დავბრუნებულვარ, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ბლოგის წერას ვაგრძელებ. ახლა მეტი დრო მაქვს და უფრო მეტი სათქმელი.

გული მიკვდება, როცა ვუყურებ როგორ ექცევიან ჩვენს სამშობლოს ეს პროვინციელი ადამიანები, რომლებმაც გააპარტახეს ყველაფერი რაც შევქმენით.

მე ახლა ამერიკაში ვარ! თავისუფლებისა და სიმამაცის ქვეყანაში – Land of the free and home of the brave. ვეცდები ხშირად დავწერო ბლოგზე და მოგახსენოთ ჩემი აზრები.

მანამდე კი დააფალოუეთ ჩემი ბლოგი, ჩაიბუქმარქეთ და გადააშეარეთ ხოლმე, რომ ყველამ გაიგოს! მიშა ცოცხალია და მიშა არ დანებდება!

ჩემი ჰალსტუხი

გუშინ ვიხუმრე ჩემს გალსტუკზე.

ეს ამდენი გოიმი – ქართველ ერად წოდებული, ავარდა!

ჩემი დანო და ძმაო, იცით რატომ გვაქვს დანძრეული? საკუთარ თავზე გაცინება რომ არ შეგვიძლია! დიაღ!!!

მე ვარ, სახელდობრ, ყველაზე მაგარი “როჟა” მთელს ქვეყანაში რა, თვით ირონიის ოსტატი და ა.შ.

ფუ თქვე კომპლექსიანებო!

ჩემი აზრები გუშინდელ ამბებზე და მმკ-ზე

მოგესალმები ჩემო მრავალ ტანჯულო ერო!

დიდი ხანია არ დამიწერია ბლოგზე, ნამეტნავად დაკავებული გახლდით. ამერიკიდან მინდოდა ერთი-ორი მიმებლოგა, მაგრამ სად იყო მაგის დრო. ობამას ვხვდებოდი კულუარებში.

მოკლედ, გუშინ ვუყურე ილიაუნისთან გამართულ აქციას და იქ  მივარდნილ მმშნკიკებს, გულაშვილის შნირებს და განათლების რეფორმა რომ ვერ შეეხოთ იმ ტიპებს.

გამილახეს ეს ლიბერალი წიწილები! მაგათზე ვამყარებ მთელს ჩემს იმედებს იბერიის გაბრწინებაზე. ამ დროს კიდე მიუვარდა ეს ისაკაძე, წვერებზე ბორში რომ აქვს ჩამოწუწული და სახეზე – არაქრისტიანული გამომეტყველება  და დაარბია ისინი.

გეგეჭკორით ვარ საშინლად უკმაყოფილო. რა არის ეს? რა სოფლელივით მოიქცა? ”არა! კომენტარს არ ვიძლევი.” უნდა გავუშვა მაგი სტაჟირებაზე სადმე ”ალბატროსში” ან ”ყავის სახლში.”

ვანიჩკას დავავალებ ამ მოძალადეების ალგმვას. ამ გულაშვილის დამსჯელი არმიაც ვნახე გუშინ. რას გვანან ეგ უპატრონოები.

ჩემო ლიბერალო ძმებო და დებო! ნუ გეშინიათ! ბოზიშვილი ვიყო თუ არ მოვუარო მაგათ! ჯერ ჩამოვიდე მანდ!

ჩემი სურათი

ყველას გინახავთ ალბათ ჩემი სურათი, პირი რომ მაქვს დაღებული.

აი ესა:

ჰოდა, მთელი ინტერნეტ სივრცე მე მეკაიფება. მანიაკიაო, გიჟიო, პედოფილ მონსტრს გავსო, ეგ რომ პირს დააღებს უკვე ვიცით რა ზომისა უნდაო და ა.შ.

ძალიან მაინტერესებს რა არის ამ სურათში სასაცილო? მე და გია ვართ რაღაც ფართიზე და ჩემმა მეორე მეგობარმა მიშამ (მაჭავარიანმა) მთხოვა სურათს ვიღებ და დაიჭყანეო და მეც დავიჭყანე.

რა იყო თქვე ჩემისებო, რა ამბები ატეხეთ, ან ძმაკაცი არ გყავთ და მათთან ერთად არ დაგილევიათ და არ დაჭყანულხართ თუ რა უბედურებაა?

კაცმა რომ ზოგიერთ თქვენგან კითხოს ერთი დაჩაგრული ახალგაზრდა ვიყავი და გართობა არ ვიცოდი რა იყო. არადა, აჰა, გაეძრო ჩემი სურათი გართობიდან და ეგრევე მოაბეს კუდები.

რა გასაკვირია რომ ვიჯღანები?  შეიძლება გაგიკვირდეთ და ტვალეტშიც დავდივარ, ვაკუებ, ვაბოყინებ და ხორცი მეც მეჩხირება კბილებს შორის.

რა არის ხალხნო, ეს უბედური კომპლექსები და მიდგომები. რაღაცა ინტერესი იპოვეთ ამ ცხოვრებაში, რომ მიმჯდარხართ ამ ინტერნეტზე და გაგისიებით თვალები და ტრაკები!

და აჰა, ამ პოსტით ისიც დადასტურა, რომ მეც მაქვს ნერვები!

ინტერვიუ სკოლის მოსწავლესთან

სექტემბერი 15, 2009 3 comments

დღეს ჩემთან სტუმრად იყო 15 წლის ევა ბოლქვაძე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და ორივენი კმაყოფილები დავრჩით. ევა კარგად იყო მომზადებული, ჩემი ძველი ნაშრომები წაეკითხა და კარგად იცნობდა ჩემს ხასიათს.

მისი შეკითხვებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს შეკითხვა: რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? მე მაშინვე ირაკლი ოქრუაშვილი გამახსენდა და ძალიან დავმწუხრდი, თუმცა ევას ხალსმა გამოხედვამ გამომაფხიზლა და გოგონას ანაზდად მიგუვე: ღალატს!

ერთი შეხედვით შაბლონურ სიტყვა-პასუხში დიდი სიღრმეები და გულის ტკივილი იმალება. მე ხომ ასე დამამწუხრეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც თითქოს გვერდით მედგნენ ქვეყნის მშენებლობაში და ამ დროს საპირისპიროს აკეთებდნენ. იპარავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ და ა.შ. რომელი ერთი დავასახელო? ირაკლი, ნინო, ზურა, პეტრე, ირაკლი (ალასანია), გუბაზი, კოკა, კახა და კობა!

ამ სევდიან მოგონებებს ჩემი ბავშვობის ნაშრომი მოვაყოლე და ევას ჩემი ანალიტიკური ნიჭის დამადასტურებელი ნაშრომი ვაჩვენე. მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე, რომ საბჭოეთი ავღანეთს წააგებდა და ეს ასეც მოხდა. ასევე წააგებენ ისინი სხვა ბრძოლებსაც და საერთოდ დაქუცმაცდებიან.

ინტერვიუს მერე შევიხედე ფორუმებზე და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და იქ ვნახე, რომ ”მეკაიფებიან.” ჰო! აი ასეთ კაიფ-კაიფში რომაა მთელი ოპოზიცია, იმიტომაც აკეთებენ საქმეს!

როდის უნდა გადაეჩვიოს ეს ხალხი უაზრო ლაპარაკს…

არ ვიცი… არ ვიცი…

შალვა რამიშვილი საკანში

სექტემბერი 5, 2009 6 comments

ახლა დავასრულე ყურება.

შთამბეჭდავი იყო. მეც მევასები შალვა!

რა მინდა ვთქვა, დიალოგს ითხოვს ბატონი რამიშვილი, ნუ გასაგებია ახლა, მართლა საჭიროა დიალოგი და შეიძლება შევხვდე კიდეც, მაგრამ ჯერ ადრეა.

პირისპირ შეხვედრა ჯერ ადრეა!

აგერ არის ბატონო ბლოგინგი, საუკეთესო საშუალებაა, ფეისბუქი თუნდაც, მეც ვარ იქ და დამიმატე და ვისაუბროთ ასე ვირტუალურ რეჟიმში. ოღონდ ზედმეტების გარეშე, იქ შენ ფეთ სოსათიში ჩემს კატას (ჯიგარო ქვია იმასაც) შეხვიდე და სცემო, არ მოსულა. (არც ფეხსაცმელი ესროლო).

სად მცალია მე გენაცვალე ახლა ამისთვის, რომ მოვიცლი მერე კი! ასე 2013-14 წლებში.

დარდუბლის გაკეთების იდეა მომეწონა, იმ 30%-ზე ნუ იდარდებთ, მე მივუჭოჭებ ჭანტურიას და ხმას არ ამოიღებს. მაინც ვერაფერს მომიძებნით საღადაოს, თქვენი ამბავი რომ ვიცი ფეხსაცმელს და დოქტორ დოტს ვერ გასცდებით. (გაგდებთ ახლა ნამუსზე, რომ უფრო მაგრები გააკეთოთ :DDDDDD (ასე გაცინება გივიმ მასწავლა, სკაიპში სულ ასე მწერს ხოლმე).

ჰო აი სკაიპიც კარგი საშუალებაა, დამიმატეთ თუ გინდათ (Only_Hope_of_Georgia_till2013_mere_ra_gveshveleba_ar_vici_tu_manamde_2012shi_

apokalipsi_ar_moxda) ჰოდა ვისაუბროთ ბატონო, ჯერ ჩეთით, მერე ვოის ქოლიც შეიძლება, ბოლოს ვიდეოც – კონფერენს ქოლებიც გავაკეთოთ და ასე.

ან თუ გინდა ფორუმ.გე-ზე შევიდეთ, ან თინ.ჯი-ზე და მოვახერხოთ რამე.

რაც შეეხება ზოგადად გადაცემას და შალვას აზროვნებას ძალიან მომეწონა. ბევრი რამ თქვა რასაც ვეთანხმები, ბევრიც კიდე საშინელება იყო.

ჰო, კიდე ისა, ჯო დასენზე რომ დამცინეთ, რა არის ამაში ცუდი? მეც მევასებოდა სტივი ვანდერი და საერთოდ ზეპელინების ფანი ვიყავი. დაანებეთ ამ უაზრო დემაგოგიას თავი, თითქოს მე თბილისურ დვიჟენიებში არ ვიყავი. როცა საჭირო იყო ვიყავი, მაგრამ მთელი ბავშვობა სწავლას შევალიე – ჰოდა მაგიტომაც ვარ მე პრეზიდენტი და თქვენ კიდე ბლუყუნებთ მარტო; აბა მე ვიყო თქვენს ადგილას, სამი თვე რად მინდა ერთ კვირაში ჩამოვაგდებდი ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი და დიდი შეცდომები გვაქვს, მაგრამ თქვენ ფოკუსირება არ გინდათ გენაცვალე!

მოდი რა მოითხოვე კონკრეტული ძმაო! კონკრეტულს ხო ვიძლევი რა, აუფ  რაღაც უაზრო პრინციპებზე დაყრდნობით უარი სთქვეს. რა ვუყო ახლა? ძალით შევტენო?

ხოდა მოდი ჯერ ჩამოყალიბდით და მერე ვიბაზროთ ბრატცი.

მე, ლალი მოროშკინა და ქვეყნის გადარჩენის გზები

სექტემბერი 4, 2009 6 comments

ცივი იანვარი ჟოლობებზე შემომსხდარ ყინულის ლოლოებს წოვდა. მე კაბინეტში ვიჯექი და იმ დროზე ვფიქრობდი როცა პრეზიდენტობას მოვამთავრებდი და მერე სადმე წავიდოდი ლექციების წასაკითხად, ”მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადაა” – ვფიქრობდი მე და ამ დროს საამური წკრიალი გაისმა ჩემს მაყვლისფერ ნოკიაზე, მისმა იისფერმა ეკრანმა, თაფლისფერ თვალებში შემომანათა და ჩრდილოეთის ვარსკვლავივით ამიკიაფა. უძველესი ლათინური ასოებით, უძველესი რუსული სახელი და გვარი დაიწერა – ლალი მოროშკინა. ამის დანახვაზე დოსტოევსკი და მისი ”იდიოტი” გამახსენდა, ჩავფიქრდი და ფილოსოფიურ წიაღსვლებს გავყევი – ამ დროს კი ჩემი მაყვლისფერი ნოკიის, ქართული სიმღერასავით პოლიფონიურმა ზარმა გამომაფხიზლა, მეც ამოვიხვნეშე და გავიზმორე, როგორც თივისი ზვინზე ჩაძინებულმა აწ უკვე ყოფილმა ქალიშვილმა და ჩემი ტელეფონის ხავერდოვან, ზურმუხტისფერ ღილაკს ნაზად დავაჭირე.

ანაზდად ლალის ხმა ჩამესმა:

– მიშა გამარჯობა, ხომ ხარ სავანაში წამოწოლილი ზებრა ნაჭამი ლომივით, რომელსაც სექტემბრის სიო ნაზად ურხევს ფაფარს?

– კი ლალი! ნამდვილად მასე ვარ. – რუდუნებით ვუპასუხე მე და ჩემს, ჯეჯილის ყანასავით რბილ, სავარძელში ჩავეშვი.

– მიშა, მე შენი მეგობარი, ხომ გახსოვარ? როგორ დავდიოდით ერთად ვითარცა მრავალ ომ გამოვლილი მეგობრები და შტორმ გადარჩენილი გემები?

– როგორ არ მახსოვხარ ლალი – ევროკავშრივით შეშფოთებულმა ვუპასუხე და თან გულის სიღრმეში მწყინა; ლალის საყვედურნარევმა ტონმა ჩემი ჩვილი გული განგმირა, თუმცა არა სასიკვდილოდ.

– მაშინ რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან? როგორც გაზაფხული? რატომ აღარ გვაქვს ფილოსოფიური წიაღსვლების საღამოები, ისევე როგოც ტყიბულელ მეშახტეებს? ნუთუ ჩვენი გონებრივი და ინტელექტუალური საღამოებიც შეწყდება, ისევე როგორც აგვისტოს მოულოდნელი წვიმა კახეთში?

– ლალი! – ვუპასუხე მე, მეგობრულად, რბილად, თუმცა მაინც მკაცრად! – მე ახლა საქართველოს გადარჩენის გზებს ვაგებ! მე უკვე გადავთხარე 100 რეფორმა! როცა მოვიცლი კვლავაც მოვალ შენთან და კვლავაც ვისაუბროთ ჩვენს საყვარელ თემებზე, ჩემო ვახო ელერდაშვილვით ინტელექტუალო მეგობარო.

– მაშ კარგი! იყოს ასე – გული მოულბა  – როცა მოიცლი შემომიარე.

მე ფანჯარას გავხედე, ყინულის ლოლო ჩამოტეხილი იყო და მე მაშინ მივხვდი, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება.